11 აპრილი – Wizz Air–ი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში,ავრცელებს ინფორმაციას სამომავლო გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფრენების 10%–ისგანხორციელებას მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) 2030 წლისთვის.
ახალი მიზანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Wizz Air-ისგარემოს დაცვისა და მდგრადობის სტრატეგიაში დაეფუძნება ავიაკომპანიის მუდმივ ინვესტიციებს SAF-ისგანვითარებაში. ახალი მიზნის მისაღწევად, ავიაკომპანია მოუწოდებს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რომ გაზარდონ SAF–ის წარმოებადა გადალახონ მის გადანაწილებასთანდაკავშირებული ბარიერები.
Wizz Air-მა ამ ინიციატივის შესახებ დილით გამართულპრესკონფერენციაზე ისაუბრა Firefly-თან ერთად, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული ინოვაციური ბიოსაწვავის კომპანიაა. Wizz Air–ი მხარს უჭერს Firefly-ის 2023 წლიდან, ამ პარტნიორობით 2028 წლიდან, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ავიაკომპანია 525 000 ტონამდე SAF–ს გამოიყენებს ბრიტანეთში.
ახალი მისწრაფება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიმართულებით და ხაზს უსვამს მის ვალდებულებას, შეამციროს ნახშირბადისემისია მგზავრზე/კმ 25%-ით 2030 წლისთვის.ავიაკომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით უფრომასშტაბური ინიციატივების განხორციელებას, რაც ასევე გულისხმობს ფლოტის განახლებასა დაეფექტური, დაბალფასიანი ოპერაციების წარმართვას. ავიაკომპანია იყენებს უახლესი ტექნოლოგიებისთვითმფრინავებს და პრიორიტეტს ანიჭებსსავარძლების მაღალი სიმკვრივისა და დატვირთვისფაქტორებს, რათა უზრუნველყოს მისი მიმდინარეოპერაციების მაქსიმალური მდგრადობა.
Wizz Air–ი ლიდერობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზედაბალი ნახშირბადის ემისიით ერთ მგზავრზე/კმ–ზემის კონკურენტებს შორის. 2023 წელს Wizz Air-მამიაღწია CO2 ინტენსივობის რეკორდულად დაბალსაშუალო წლიურ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა51,5 გრამს მგზავრზე/კმ–ზე, რამაც გამოიწვია CO2-ის 6.8%-იანი შემცირება წლიურად.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი:
„Wizz Air აღნიშნავს ტრანსფორმაციის ორ ათწლეულს, რაც გულისხმობს მის პატარა ავიაკომპანიიდან,მდგრადი ავიაციისა და ხელმისაწვდომი მოგზაურობისგლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებას. ფლოტისგანახლებისა და ოპერაციული ეფექტურობისპარალელურად, მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენება გადამწყვეტ როლს თამაშობს ნახშირბადისემისიების შემცირებაში. ჩვენი თანამშრომლობა Firefly-თან ეხმიანება ჩვენს საბოლოო მიზანს, განვახორციელოთ ფრენები SAF-ის გამოყენებით და ამ ნაბიჯით, ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვასა და მდგრადობას.”
ABOUT WIZZ AIR
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიცოპერირებს 206 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციისერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთუმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ისსახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდამსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებისხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოშიერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტებისსარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATA–ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლისავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც„ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2021-2023-ში დამიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალურიგარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-2023-ისმიერ.