Air China დაბრუნდება სამხრეთ ამერიკაში და აპრილში განახორციელებს მსოფლიოში სიდიდით მეორე გრძელ რეისს.

საუბარია ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან ბრაზილიის სან პაულოში ფრენაზე, მადრიდში ტრანსფერით. პუნქტებს შორის მანძილი 19926 მილია (17584 კილომეტრია). მგზავრობის დრო 25 საათსა და 55 წუთს მიაღწევს.

აღნიშნული რეისი გათვლილია ძირითადად ჩინური წარმოშობის მგზავრებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ბრაზილიის უდიდეს ქალაქში.