თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მიზნად ისახავს, რომ 2024 წელს თავისი ავიაფლოტი მნიშვნელოვნად გააფართოოს, მიუხედავად ინდუსტრიაში არსებული გლობალური გამოწვევებისა, რამაც თავის მხრივ თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება გამოიწვია.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელი დავასრულოთ 484 თვითმფრინავით, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 440 იყო“, – განაცხადა Turkish Airlines-ის ფინანსურმა დირექტორმა მურატ სეკერმა.

ავიაკომპანიას ჩაბარდება რა 52 ახალი თვითმფრინავი, რვა თვითმფრინავი ამოირიცხება ავიაკომპანიის ფლოტიდან. იმავდროულად ახალი თვითმფრინავებიდან ათი განკუთვნილია დაბალბიუჯეტიანი შვილობილი AJet-ისთვის, ხუთი Turkish Cargo-ს სატვირთო განყოფილებისთვის, დანარჩენი კი ფლაგმანი Turkish Airlines-ისთვის.

გასული წლის დეკემბერში Turkish Airlines-მა შეუკვეთა 220 Airbus თვითმფრინავი (150 A321neo ვიწრო ტანის, 50 A350-900s, 15 A350-1000s და ხუთი A350F სატვირთო თვითმფრინავი). საჰაერო ფლოტის საშუალო ასაკი 9,3 წელია. მათგან 138 ახალი თაობის თვითმფრინავია. 440 თვითმფრინავიდან 55% არის Airbus და 45% – Boeing.