Turkish Airlines-ი Rolls Royce-თან და Airbus-თან პარტნიორობისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც თურქეთში საწარმოო უბნები შეიქმნება.
28 აპრილს სტამბოლში დაგეგმილია ცერემონია, რომლის დროსაც თურქული კომპანიები Airbus-ისა და Rolls-Royce-ის კომპონენტების წარმოებას დაიწყებენ. ამ პარტნიორობაში მონაწილეობის მისაღებად 30-ზე მეტი კომპანიაა მიწვეული, რომლებიც თურქეთის ეკონომიკაში 20 მილიარდი დოლარის წვლილს შეიტანენ.
„თურქეთში წარმოების ოპერაციების დასაწყებად მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერის ზღვარზე ვართ. 30-მდე თურქული კომპანია, რომლებიც სპეციალიზებულია სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მიწვეულია ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელსაც ასევე დაესწრებიან თურქეთის ვაჭრობის, მრეწველობისა და ტექნოლოგიების და ფინანსთა მინისტრები, ასევე მათი კოლეგები დიდი ბრიტანეთიდან. სახელმწიფო კომპანიები, როგორიცაა TAI და HAVELSAN, რომლებიც ჩაერთვებიან Airbus-ისა და Rolls Royce-ის თვითმფრინავების ნაწილების წარმოებაში.