უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ოდესადან თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ოდესადან კომპანიისთვის საქართველოს დედაქალაქი უკვე მერვე მიმართულებაა.
SkyUp Airlines-ი ოდესა-თბილისი-ოდესას მარშრუტზე რეისებს 28 მაისიდან განახორციელებს და 4 ოქტომბრამდე კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. აღნიშნულ მარშრუტზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია ცალმხრივი ბილეთის ფასი (ბარგის გარეშე) 1289 გრივას, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის ფასი – ბარგით- 4 669 გრივნაა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე SkyUp Airlines-ი ოდესადან ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს.