გაფიცვებით მდიდარი 2019 წელი საავიაციო ინდუსტრიას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ინდუსტრია წლის განმავლობაში 4,5 მლრდ მგზავრს მოემსახურა და სწორედ ავიაკომპანიები არიან პასუხისმგებლები ფრენებზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ფრენების გადადებით დაიწყო 2020 წელიც, 30 დეკემბრიდან 1 იანვრამდე Eurowings-ის ეკიპაჟმა 72 საათიანი გაფიცვა გამოაცხადა, ავიანაკადების კონტროლიორების გაფიცვა იყო საფრანგეთსა და იტალიაში.
GIVT-ის მონაცემებით, ავიაგაფიცვებზე ჭორებიც კი ინდუსტრიას შესაძლოა მილიონობით დოლარი დაუჯდეს.
2 დღიანი გაფიცვის შედეგები ისეთი მაღალია, რომ ის British Airways-ის საპროგნოზო მოგებაზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი რეგულაციები გაფიცვებს საგანგებო გარემოებად მიიჩნევს, იგი ასევე ამბობს, რომ ავიაკომპანიებმა უნდა მიიღონ ყველა ზომიერი ზომა, რათა მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული.
მგზავრები ევროკავშირში, ან ევროკავშირის მიმართულებით ფრენის დროს დაცულები არიან 261/2004 დებულებით, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცნენ ავიაკომპანიები გაუქმებული, ან დაგვიანებული ფრენების შემთხვევაში. დებულება განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობასაც. ამ რეგლამენტის თანახმად, ინდივიდუალური ანაზღაურებადი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს 600 ევრო ერთ მგზავრზე. 
British Airways-ში გაფიცვის შედეგად სულ გაუქმდა 170 მლნ ევროს ღირებულების 2,325 ფრენა. 
Alitalia-ს ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული გაბანკროტების პროცესი არ აქვს მონელებული და ამას თან დაერთო გაფიცვებიც, რის შედეგად ავიაკომპანია იძულებული იყო ასობით ფრენები გადაედო, დიდია ზარალი.
მშფოთვარე აღმოჩნდა 2019 წელი ესპანური Iberia-სთვისაც. ზაფხულში ესპანეთის აეროპორტებს ქაოსმა სერიოზული პრობლემები მოუტანა. გაუქმებული ფრენები გაიზარდა 40%-ით, დაგვიანებული ფრენების რაოდენობა კი გაორმაგდა Iberia-სთვის ივლისსა და აგვისტოში.
Lufthansa-მ ნოემბერში 1300 ფრენა გააუქმა. ორდღიანმა გაფიცვამ 180 000 მგზავრი დააზარალა, განსაკუთრებით ისინი ვისაც ფრენები ფრანკფურტსა და მიუნხენის აეროპორტში უწევდა. Lufthansa- მ მგზავრებს მატარებლის ბილეთები და ალტერნატიული ფრენები შესთავაზა. კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა ულრიკ სვენსონმა განაცხადა, რომ ერთ დღიანი გაფიცვა კომპანიას 10-დან 20 მლნ-მდე ევროთი აზარალა. 
GIVT- ის ოპერაციების ხელმძღვანელი ჯაკომო ალფიეროს თქმით, გაფიცულებს შეუძლიათ ავიაკომპანიის ჩამოგდება, შემოსავლისა და რეპუტაციის შელახვა, კომპენსაციის მოცულობა კი ასტრონომიული იყოს. „ავიაკომპანიების მოვალეობაა შეწყვიტონ გაფიცვები რაც შეიძლება მალე და ჩვენი მოვალეობაა მომხმარებლების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ და დახმარება პრობლემების მოგვარებაში,” – ამბობს ალფიერო.
ევროპაში მესამე უმსხვილესი ლოუკოსტერს Norwegian Air-ს 2018 წელს ფრენები 8%-ით შეუმცირდა. ამ შემთხვევაში მფრინავები გაიფიცნენ ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში.