მთავარი სიახლეები 25 ივნისს, ბათუმი სანახაობრივ ავიაშოუს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს

25 ივნისს, ბათუმი სანახაობრივ ავიაშოუს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს

80

25 ივნისს, ბათუმი სანახაობრივ ავიაშოუს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ ადამიანებს ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი შოუ ელოდებათ. 30 წუთიან სანახაობაში ხუთი საჰაერო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას. შოუს ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ტურისტებთან ერთად ბათუმში მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით მყოფი უცხოელი სტუმრებიც შეუერთდებიან.