ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აანონსებს. აქციის „ჩემებური ზაფხულის“ ფარგლებში თბილისი-ბათუმის რეისზე შეძენილ ერთ ბილეთზე მეორეს საჩუქრად მიიღებთ.

1+1-ის ფარგლებში, ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 145 ლარიდანაა, ხოლო ორივე გზის – 285 ლარიდან. აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებლებსაც. Myway Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს Boeing 737-800 ტიპის ლაინერით ახორციელებს.

არსებული განრიგის მიხედვით, თბილისი-ბათუმის ავიარეისი ყოველ სამშაბათს განხორციელდება, ხოლო ბათუმი-თბილისის რეისი კი ყოველ შაბათს.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ბილეთის ფასში შედის ასევე ხელბარგი – 10 კგ, ბარგი – 25 კგ, გამაგრილებელი და ცხელი სასმელები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “Myway Airlines”-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.

ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი “Myway Airlines”-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე “Myway Airlines”-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

„Myway Airlines“-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე “Myway Way Airlines”-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.