მთავარი ავიაკომპანიები Wizz Air-ი ხელბარგისთვის განკუთვნილ თაროზე, ბარგს უფასოდ აღარ დაგადებინებთ

Wizz Air-ი ხელბარგისთვის განკუთვნილ თაროზე, ბარგს უფასოდ აღარ დაგადებინებთ

133

Wizz Air-ი ხელბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის, რომლის მიხედვითაც ხელბარგისთვის განკუთვნილ თაროებზე დასადებად მგზავრს ხელბარგს უფასოდ აღარ აატანინებენ. როგორც cfts იუწყება, იმისათვის, რომ ბორტზე ჩანთა აიტანო Wizz Priority უნდა იყიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელბარგი კუპეში მოხვდება, ან უნდა იყოს პატარა ჩანთა, რომელიც სკამის ქვეშ განთავსდება.

კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადგილების შეზღუდვას უკავშირებენ, რადგანაც არ არსებობს გარანტია რომ ყველა ბარგი ზედა ტაროზე დაეტევა.

ცნობისათვის სერვისი Wizz Priority ონლაინ შეძენისას 5-დან 10 ევრომდე ღირს, ხოლო აეროპორტში შეძენისას სერვისის ღირებულება უკვე 25 ევროა.

ცნობისათვის, Wizz Priority ითვალისწინებს ასევე: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/wizz-services/priority-boarding#/