2022 წელს ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი კიდევ 8 ერთეულ Airbus A220-300-ს მიიღებს. შესაბამისად კომპანიის ავიაპარკში Airbus A220 ტიპის საჰაერო ხომალდების რაოდენობა 40 მიაღწევს. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში airBaltic-მა რიგით 32-ე Airbus A220-300 მიიღო. 

„აღნიშნული თვითმფრინავები და მათი დამატებითი ეფექტურობა ჩვენი განვითარების ხერხემალი გახდა“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.