მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერიდან ფრანკფურტის ჰანის აეროპორტის გაკოტრების პროცესი დაიწყო, ის რეისების მიღებას ჩვეულ რეჟიმში იღებს.

ფრანკფურტის ჰანის აეროპორტის ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, რომ ეძებს ინვესტორს, რომელიც დაინტერესებულია აეროპორტში წილის ან მისი აქტივების ნაწილის შეძენით
აეროპორტის ამჟამინდელი მმართველი ადმინისტრატორის იან მარკუს პლატნერის თქმით, ინვესტორის მოძიებით დიუსელდორფში მდებარე საკონსულტაციო სააგენტო Falkensteg-ია დაკავებული.

ადრე ფრანკფურტ-ჰანი, რომელიც ძირითადად ტვირთებს ემსახურებოდა, ნატოს ამერიკული კონტინგენტისთვის კი სამხედრო აეროპორტის ფუნქციას ასრულებდა. 

აეროპორტი იღებდა ასევე სამოქალაქო რეისებსაც (მაგალითად, Ryanair-ის ფრენები), მაგრამ მგზავრთა რაოდენობა თანდათან კლებულობდა ჯერ კიდევ კოროვირუსულ პანდემიამდე.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის აეროპორტის 82,5%-იანი წილი ეკუთვნის ჩინურ კონცერნ HNA-ს. ჩინელებმა აღნიშნული წილი 2017 წელს რაინლანდ-პფალცი ფედერალური შტატიდან დაახლოებით 15 მილიონ ევროდ იყიდეს. დანარჩენი 17,5%-იანი წილი კი ფედერალურ სახელმწიფოს ეკუთვნის.