არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობა ავიაკომპანია Emirates-ის IPO-ს გეგმავს. Emirates-ის პრეზიდენტის ტიმ კლარკის განმარტებით, მთავრობა სახელმწიფო ავიაკომპანია Emirates-ის აქციების გასხვისებას IPO-ს მეშვეობით აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Emirates-ის აქციები სავარაუდოდ დუბაის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ავიაკომპანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ Emirates-ის აქციები “მომხივლელი აქტივია მომავალი ინვესტორებისთვის”.

”პანდემიამ ნამდვილად უკან დაგვაბრუნა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ Emirates-ი არის მომგებიანი კომპანია. ჩვენ აღვადგენთ მომგებიანობას მომდევნო ექვს-რვა თვეში. ჩვენ უკვე გზაზე ვართ”, აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ გეგმავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 კომპანიის კომპანია ღია ბაზარზე განთავსებას აპირებს, რათა დუბაის ფინანსური ბაზრის ლიკვიდურობა გაიზარდოს.