მთავარი 2020 ივლისი 22

ყოველდღიური არქივი: 22/07/2020

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი იუბილარია – აეროპორტი წელს 10 წლის...

წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი იუბილარია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, აეროპორტმა მოახერხა და სვანეთის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „27 დეკემბერს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი უსრულდება  და შეიძლება ითქვას, რომ მან შიდა ტურიზმის და კონკრეტულად სვანეთის მხარის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. დედაქალაქიდან თუ სამანქანო გზას დაახლოებით 9 საათი სჭირდება, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე გადაფრენის მანძილი 50 წუთამდე მცირდება. აღნიშნული ავიარეისი ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. სწორედ ამიტომაც, სვანეთი თავის პოტენციალის გათვალისწინებითაც და იმითაც, რომ მას საკუთარი აეროპორტი აქვს, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, შესაბამისად დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. მესტიის აეროპორტს მგზავრთნაკადი იანვარში 60-%-ით გაეზარდა, ხოლო თებერვალში 84%-ით. მოგეხსენებათ, რომ 21 მარტს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შიდა ფრენები და ამიტომ მარტში აეროპორტში მგზავრთნაკადის 22%-იანი კლება დაფიქსირდა.

4 თვიანი პაუზის შემდეგ შიდა ფრენები განახლდა, აგვისტოდან კი სიხშირეებიც გაიზრდება

4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, პირველი ფრენა 09:00   საათზე ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით 24 ივლისს შესრულდება, ამავე დღესვე, 20:00 საათზე შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა ბათუმის მიმართულებით. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

24 ივლისიდან ​თბილისი-ბათუმი-თბილსის საჰაერო ხაზზე ფრენები განახლდება – ბილეთის ფასი 125 ლარია

თბილისი-ბათუმი-თბილსის საჰაერო ხაზზე ფრენების განრიგი ცნობილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისი-ბათუმის და ბათუმის თბილისის მიმართულებაზე განრიგს აქვეყნებს, რომელიც 24-დან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდზეა აქატიური: 

შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შიდა ტურისტებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.  "ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და არის იგივე. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რო ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ. COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული,...

როგორ გგონიათ 2021 წელს საერთაშორისო ფრენების საშუალო ფასები ევროპის ძირითად მიმართულებებზე...

გავიგეთ, რომ არჩევნებამდე მთავრობის ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ახლა, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნებმა 2021 წელი ხომ მაინც მოვა?! - კითხულობს "ჰელისკი ჯორჯიას"...

ჩინეთი უცხოეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს COVID-19-ზე ტესტის ჩატარებას ავალდებულებს

ჩინეთის მთავრობამ ყველა მგზავრს დაავალდებულა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი აეროპორტით სარგებლობისას COVID-19-ზე ტესტის ჩაიტარონ. როგორც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ყველა მგზავრი, რომელიც საზღვარგარეთ...

შიდა ფრენები 24 ივლისიდან განახლდება

24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. Vanilla Sky-ის ინფორმაციით, 24 ივლისიდან აღდგება ფრენები შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი - მესტია და ნატახტარი - ამბროლაური. ნატახტარი...

ბოლოს დამატებული