2018 წელს ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) კონსოლიდირებული წმინდა შემოსავალი 533%-ით გაიზარდა და 4.45 მლრდ თურქული ლირა შეადგინა.
2017 წლის მაჩვენებლებით, ავიაკომპანიის კონსოლიდირებული წმინდა შემოსავალი 639 მლნ თურქულ ლირას შეადგენდა.
2018 წელს Turkish Airlines-ის შემოსავლები 2017 წელთან შედარებით 58%-ით გაიზარდა და 62.853 მლრდ თურქული ლირა შეადგინა. 2017 წლის მაჩვენებლები კი 39.779 მლრდ თურქული ლირა იყო.
იმავდროულად 2018 წელს THY-ის მოგებამ 6.192 მლრდ თურქული ლირა შეადგინა.
დოლარის გამოსახულებაში Turkish Airlines-ის ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა 12.855 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებლები 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებლებთან შედარებით 17.3%-ითაა გაზრდილი.
ძირითადი საქმიანობიდან ავიაკომპანიამ 2018 წელს 1.191 მლრდ დოლარის მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 753 მლნ დოლარი შეადგინა.
2018 წელს THY-ის სამგზავრო გადაყვანებზე მოთხოვნა 8.9%-ით გაიზარდა, ხოლო რეისების დატვირთულობის მაჩვენებელი 2.8%-ით.
იმავდროულად 2018 წელს Turkish Airlines-ის მგზავრთნაკადი 9.5%-ით გაიზარდა და 75 მლნ მგზავრი შეადგინა.