თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “TAV Georgia”, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა – “ITB Berlin 2019”-ში, რომელიც მსოფლიოს ტურისტულ და სავაჭრო ბიზნეს სექტორში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. აღნიშნულ გამოფენაზე “TAV Georgia” მერვედ მონაწილეობს და ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა შორის. გამოფენაში მონაწილეობას, 180 ქვეყნის 10,000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს, რომლებიც ვიზიტორებს ტურიზმთან დაკავშირებულ პროდუქციას და სერვისებს აცნობენ. “ITB Berlin 2019” დღეს ოფიციალურად გაიხსნა, ფორუმი 10 მარტამდე გაგრძელდება.