ავიაკომპანია Georgian Airways-მა წარმატებული განვითარებისა და პუნქტუალობისთვის ბრიუსელის აეროპორტის ჯილდო – “Short Haul Airline Network Development” მოიპოვა.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-მა ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება, კვირაში ორი სიხშირით, 2018 წლის მარტში დაიწყო.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან კი ავიაკომპანია მომხმარებლებს ბრიუსელის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შესთავაზებს.
შეიძინეთ ავიაბილეთები ონლაინ : www.GA.ge