თურქეთის ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა (THY) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ავიაკომპანიამ Skytrax World Airline Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში: მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს დარბაზი.

THY-მა დაიკავა ასევე პირველი ადგილი მსოფლიოში, ბიზნეს კლასში ყველაზე კარგი რესტორნის ნომინაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2011-დან 2016 წლამდე Skytrax-ი THY-ს ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად სახელდებოდა.

გასული წლის რეიტინგში Turkish Airlines-მა ამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა Lufthansa-ს, Swiss International Airlines-ისა და Austrian Airlines-ის შემდეგ.

Turkish Airlines-ის ბიზნეს დარბაზი სტამბოლის აეროპორტში არის ორსართულიანი შენობა, რომელიც საბავშვო კუთხეს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს და ასევე სხვადასხვა სახის გასართობებს აერთიანებს.