სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებზე (ქართულ ავიაკომპანიებზე) ზედამხედველობის ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს 2 ქართული ავიაკომპანიის პირველადი სერტიფიცირება განხორციელდა. ეს კომოანიებია: შპს „აკ-ეარ ჯორჯია“ და  შპს „მაივეი ეარლაინზ კო ლტდ“.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მუდმივი ზედამხედველობა შემდეგ ავიაკომპანიებზე: შპს ”ავიაკომპანია თუშეთი”; შპს ”სკაი თრეველი”; შპს ”სერვისეირი”; შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი” (გაუქმდა 10.08.2018წ.); შპს ”ავიასერვისი”; შპს „თი სი ეი“; შპს ”ბრავო ეარ”; შპს „ამს ეარლაინსი“; შპს „ჯეო ფლაი ეარვეის“ (გაუქმდა 29.01.2018წ.); შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”; შპს ”ავიატორი +”; შპს „აერო ექსპედიშენი“; შპს „ავიაკომპანია „ჯეო სქაი“; შპს „აკ-ეარ ჯორჯია“; შპს „მაივეი ეარლაინზ კო ლტდ“;

სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედების ვადა გაუგრძელდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ 11 სერტიფიკატს;

განხორციელდა სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება; წინასასერტიფიკაციო საბაზო ობიექტების ინსპექტირებები; გეგმიური-შუალედური შემოწმებები; საჰაერო ხომალდების ბაქანზე ინსპექტირებები; საფრენოსნო ეკიპაჟების მარშრუტზე ინსპექტირებები; საჰაერო ხომალდების სადაზღვევო პოლისების კონტროლი; ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში შეტანილი საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მოწმობების ვადებზე ზედამხედველობა ელექტრონული ცხრილის მეშვეობით;

საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა -5;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ს შეტანა – 13;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართიდა სხ-ს ამოღება – 10;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა – 6;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაუქმება – 6;
სასერტიფიკაციო, შუალედური/გეგმიური ინსპექტირება – 41;

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად, შპს ჯეო ფლაი ეარვეისს“-ს გაუუქმდა (29.01.2018წ.) ექსპლუატანტის სერთიფიკატი, ხოლო შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა“ აღარ გააგრძელა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა, შესაბამისად ჩაითვალა გაუქმებულად 10.08.2018წ-დან.

ჩატარდა საჰაერო ხომალდების ბაქანზე ინსპექტირებები: შპს „აკ-ეარ ჯორჯია“ (4), შპს ”ავიაკომპანია თუშეთი” (5); შპს „მაივეი ეარლაინზ კო ლტდ“ (2); შპს ”სერვისეირი” (1), შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი” (4); შპს ”ავიასერვისი” (13); შპს ”თი სი ეი“ (1); შპს ”ბრავო ეარ” (1); შპს ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ (2); შპს ”ამს ეარლაინზ” (10); შპს „ავიატორ + “ (1); შპს ”ჯორჯიან ეარვეისი” (2); შპს „აერო ექსპედიშენი“ (5);

განხორციელდა მარშრუტზე საჰაერო ხომალდების ინსპექტირებები:
პილოტების მარშრუტზე შემოწმება – 3;
პილოტების საკვალიფიკაციო შემოწმება – 5;

2018 წლის 1 ნოემბრიდან, ძალაში შევიდა „ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესი“, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირებას და მის შემდგომ ზედამხედველობას. წესი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 კონვენციის პირველი დანართის მე-3 ნაწილის, ასევე ევროკომისიის N1178/2011 რეგულაციის შესაბამისად. ახალი რეგულაციის თანახმად, ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირება განხორციელდება სააგენტოს მიერ, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევრორეგულაციის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, რამდენადაც პილოტებს და ბორტინჟინრებს მიეცემათ შესაძლებლობა სერტიფიცირებულ საწაფზე გაიარონ მომზადება-შემოწმება, მათ შორის განსაკუთრებულ და ავარიულ სიტუაციაში, ასევე გაიარონ მომზადება ისეთ საფრენოსნო სავარჯიშოებზე, რომლის შესრულებაც საფრთხის შემცველია საჰაერო ხომალდზე. აღნიშნული კი თავის მხრივ, ემსახურება საფრენოსნო სწავლების დონის ამაღლებას და დადებითად აისახება ფრენის უსაფრთხოებაზე;

განხორციელდა ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“; სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის მიზნით, გამარტივდა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება. ასევე, საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების ვადების გაგრძელების და შესაბამისი საკვალიფიკაციო აღნიშვნების დაჩქარებულ ვადებში მიღების თაობაზე ავიასპეციალისტების მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით, ძალაში შევიდა სააგენტოს დაჩქარებული მომსახურებები.

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სოვრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, დასრულდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ახალი წესების (GEO AIR OPS) პირველად პროექტზე მუშაობა.