ქართული ავიაკომპანია Ak-Air Georgia რეგულარულ ფრენებს ანახლებს. ავიაკომპანია, რომელიც შიდა ფრენებზეა ორიენტირებული, რეგულარული რეისების დაწყებას 15 ივნისიდან აანონსებს. ავიაკომპანია რეისებს შეასრულებს ​თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიას და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებზე. აღნიშნულ მიმარულებებზე ბილეთების დასაჯავშნათ და მეტი ინფორმაციის მისაღებად კი Vanilla Sky-ს უნდა დაუკავშირდეთ. 

ამ დროისათვის უცნობია  Ak-Air Georgia აღნიშნულ მიმართულებებზე რა სიხშირით იფრენს, თუმცა ავიაკომპანია 2019 წლის ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ქუთაისი-მესტია-ქუთაისის მიმარულებაზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმარულებაზე კი კვირაში 7 სიხშირით. ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე კი Ak-Air Georgia კვირაში 3 სიხშირით დაფრინავდა, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი კვირაი 7 სიხშირი.

2020 წლის 21 მარტამდე, ანუ რეგულარული ფრენების შეწყვეტამდე, ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ რეისებზე სატარიფო გეგმა ასეთი იყო:

ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე  ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას, ის 50 ლარს შეადგენს და აქაც 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.

ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებაც 50 ლარია.

რაც შეეხება თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს, ბილეთის ღირებულება 125 ლარია.

https://www.facebook.com/Vanillasky.ge/photos/a.184254094933441/4446255312066610/?type=3&theater