15 აგვისტოს კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს, თუმცა მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოახდენს. აღნიშნული რეისის განხორციელებისთვის ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
“მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 15 აგვისტო, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20)
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას”, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php