თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც სააგენტო AviaNews-ს საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ, კომპანია GASA-ში (გასა) განუცხადეს, დამატებითი ჩარტერული ავიარეისი 30 აგვისტოს განხორციელდება.  

როგორც ცნობილია, Pegasus Airlines-ს 16 და 23 აგვისტოს ჩარტერული რეისების განხორციელებაზე მარეგულირებელი უწყებიდან ნებართვა უკვე ჰქონდა და აღნიშნულ ნებართვებს კიდევ ერთი ნებართვა დაემატა და შესაბამისად Pegasus Airlines-ი თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე რეისის 30 აგვისტოს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სამივე ჩარტერული რეისი არის გამყვანი და ამ რეისებით საქართველოი მგზავრების შემოყვანა არ მოხდება.

Pegasus Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს მგზავრების ტრანსპორტირებას. შესაბამისად, მგზავრს ბილეთის შეძენა შეუძლიათ, თბილისიდან სტამბოლის და ასევე სტამბულის გავლით, თურქეთის და ევროპის მიმართულებებზე. 

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.