ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ისევ პოლიტიკაში წავიდა. ის დღეიდან პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ წევრია.

„მე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ 2012 წელს მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. ის კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა და მთელი რიგი საკითხები… მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დღეს დადგა ის ჟამი, როდესაც ყველა ქართველს, რომელიც თავისი შვილების ბედითაა დაინტერესებული, დაუტოვოთ არა სახლები, ბიზნესი, არამედ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც მათ ეცხოვრებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ.

ჩვენ მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – განაცადა გაიაშვილმა მისი „ლელოს“ წევრად წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ თამაზ გაიაშვილი პოლიტიკაში აქტიურ მოსვლას და პარლამენტის წევრობას, წლების წინ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდანაც ცდილობდა