უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, თვის ბოლომდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კიდევ 2 ჩარტერულ რეისს შეასრულებს, თუმცა მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოახდენს. 

აღნიშნული რეისების განხორციელება 23 და 31 აგვისტოს იგეგმება, რაზეც ავიაკომპანიას მარეგულირებისგან სათანადო ნებართვა აქვს და ჩარტერული ფრენების განრიგშიც უკვე ასახულია. 

ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე ამ დროისათვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა კომპანია მათ რეალიზაციას მალე შეუდგება. SkyUp Airlines-ის ბილეთების დაჯავშნა, შეძენა და ზოგადად დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კომპანია “ავიაქსელში”. (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge).

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.