2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 38,15%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში. 

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 79 969-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 28,26%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 38,15%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებთან.

2019 წლის 11 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 129 288 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 11 თვეში კი 62 351 გადაფრენა.