2021 წლის 11 თვეში 2020 წლის 11 თვესთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 9%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 28%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16430,447 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში კი 18 037,047 ტონა.

შესაბამისად საანგარიშო პერიოდი ტვირთბრუნვა მხოლოდ 8,91%-ითაა შემცირებული

2021 წლის 11 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 11 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 27,58%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 11 თვეში აეროპორტმა 22 686,677 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.