ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ჩარტერულ რეისს, მიმდინარე წლის, 1 მაისს შეასრულებს.
ვენა-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზება, დაიწყება 29 აპრილს, დღის 12:00 საათზე

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე!

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ავიაბილეთების შეძენის შემდეგ სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
მგზავრობის საფასური შეადგენს 199 ევროს.

ცნობისთვის, აღნიშნული რეისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ავიაკომპანიის ხომალდმა, გეგმიური ტექნიკური ფრენა ქ. პრაღაში შეასრულა, Myway Airlines-მა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიეღო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, სამშობლოში დაბრუნების პროცესში. საგარეო უწყების კოორდინაციით, ავიაკომპანია ქ. პრაღიდან უკანა ფრენას, ქ.ვენის გავლით განახორციელებს და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ.ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია, მორიგ სპეციალურ რეისს, თვითღირებულებით ასრულებს.