ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდის დაშვების ეს ულამაზესი კადრები AviaNews-ს Instagram-მ მომხმარებელმა ჯანო ჩემიამ მიაწოდა, რომელიც ვიდეოს ავტორმა 24 აპრილს, ბარსელონა-ბათუმის სპეცრესის დასრულებისას, შავი ზღვის სანაპიროდან გადაიღო.

აღნიშნული, სარეპატრაციო რეისით Georgian Airways-ის ბარსელონა ათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები დაბრუნდნენ, რომლებიც ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის ფონზე შეწყვეტილი რეგულარული მიმოსვლის გამო ვერ ბრუნდებოდნენ. 

ბარსელონიდან ბათუმში სულ 177 მგზავრი ჩამოვიდა, რომელთაც აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება. ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში „ოაზისი“, „კოლიზეუმი“ და „ველმონდი“.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.