ლონდონის უნივერსიტეტის დისტანციურ სასწავლო პროგრამებზე ახალი, ვარადის სტიპენდია დაინიშნება და მომდევნო 10 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი სტიპენდია გამოცხადდება. აღნიშნული სტიპენდია ეხმიანება თანამედროვე კონტექსტს, COVID-19 ვირუსის გავლენას მოგზაურობისა და ეკონომიკის საკითხებზე. ეს პროგრამები, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იქნება ხელმისაწვდომი.

იოზეფ ვარადი ეკონომიკური მეცნიერებების ბუდაპეშტის უნივერსიტეტის (ამჟამად, კორვინუს უნვერსიტეტი) კურსდამთავრებულია, რომელმაც სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM) ლონდონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის განხრით 2014 წელს დაამთავრა.

ვარადი არის ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO) 2003 წლიდან. ამასთან ერთად, 10 წლის განმავლობაში ის მუშაობდა Procter & Gamble-ში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე. ვარადი დასახელებულია როგორც წლის CEO, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2018 წლის CEESAR დაჯილდოებაზე. ამავე წელს, ის წარმოადგენდა უნგრეთს EY World Entrepreneur ფორუმზე.

2020 წელს, ლონდონის უნივერსიტეტში, ვარადის სახელობის სტიპენდიის დაწესებით ის დაეხმარება 100-ზე მეტ სტუდენტს მთელი მსოფლიოდან, თუმცა განსაკუთრებით კი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

„მე მჯერა, რომ ნიჭიერი ადამიანების განათლების მხარდაჭერა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაშო, არის ინვესტიცია, რომელსაც ექნება დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალებისა  და მათ ოჯახებზე, არამედ მთლიანად მომავალ თაობებზე“ – ამბობს იოზეფ ვარადი.

2017-2018 წლებში, ლონდონის უნივერსიტეტის გამოკითხვაში, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ან დაიწყეს სწავლა აპლიკანტებმა, 33% აცხადებს, რომ მათ არ

შეეძლოთ სწავლის საფასურის გადახდა, ხოლო 42% პასუხობს, რომ მათ ვერ მოიძიეს ფონდი, რომელიც სწავლის საფასურს გადაიხდიდა.

კურსდამთავრებულების წყალობით, ამიერიდან სტუდენტებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ მომავლის ლიდერები და ააშენონ ხვალინდელი სამყარო.

„განათლების მიღება უნდა იყოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ჩვენი სასტიპენდიო პროგრამები, საშუალებას აძლევს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, გააუმჯობესონ საკუთარი და სხვათა ცხოვრება, განათლების გზით“ – აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი და პროფესორი, მერი სტიასნი OBE.

ვარადის სტიპენდია გააგრძელებს ლონდონის უნივერსიტეტის მისიას – ხელს შეუწყობს განათლების მიღებასა და განსხვავებული კულტურების დაკავშირებას. ესაა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დანერგა დისტანციური სწავლების პროგრამები 1858 წელს და პირველი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოში, რომელმაც 1868 წელს ხარისხი მიანიჭა მდედრობითი სქესის სტუდენს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ეკონომიკური პრობლემების, პოლიტიკური ინტიგებისა და გლობალური უთანასწორობის წინაშეა. დარწმუნებული ვარ,  ლონდონის უნივერსიტეტის კურდამთავრებულებს შეუძლიათ აამაღლონ მსოფლიოში არსებული სტრანდარტები, ხელი შეუწყონ პროგრესს და გაანალიზონ ტოლერანტულობისა და პატივისცემის მნიშვნელობა მეტად ჰარმონიული და თანასწორი მსოფლიოს შესაქმნელად“ – აცხადებს პროფესორი  ვენდი ტომსონი CBE, ლონდონის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი.