Wizz Air-ი ქუთაისი-ვენა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანიამ ავიაბილეთების 20%-იანი ფასდაკლებით გაყიდვები უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების აქცია მხოლოდ ქუთაისი-ვენის მიმართულებაზე არ ვრცელდება, ის შეეხება Wizz Air-ის ვენიდან და ვენის მიმართულებით დაგეგმილ ყველა ავიარეისს.

“მნიშვნელობა არ აქვს, ვენიდან გამგზავრებას აპირებთ, თუ მის მონახულებას — ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით ყველა რეისზე ვენის მიმართულებით (და პირიქით). მხოლოდ დღეს დაჯავშნის შემთხვევაში”, განმარტავენ Wizz Air-ში.

ავიაბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე: