უკრაინის ავიაბაზარზე ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ათეულში ქართული ავიაგადამზიდავიც მოხვდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვოლოდიმირ ომელიანის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  აგვისტოს განმავლობაში ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განხორციელებული ავიარეისების 90.9%-ი დროულად განახორციელა.

ომელიანის მიერ გამოქვეყნებული პუნქტუალური ავიაკომპანიების ჩამონათვალში მოხვდა ასევე, ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-იც, რომელმაც აგვისტოში უკრაინის მიმართულებით განხორციელებული რეისების 83.3%-ი პუნქტუალურად შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართული ავიაკომპანიების შემდეგ ბევრი ცნობილი ევროპული ავიაგადამზიდავი მოდის.

აგვისტოში პუნქტუალურობის მიხედვით,  უკრაინის ავიაბაზარე მოქმედი უცხოური ავიაკომპანიებიდან რეისების 100%-იანი სიზუსტით გამოირჩევიან:  Air Arabia, Alitalia, Air Malta, Bulgaria Air და Qatar Airways.