„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” (Black Sea Trade and Development, BSTDB) პრეზიდენტი დიმიტრი პანკინი საქართველოში საგანგებო ვიზიტით ეწვია. ამ ვიზიტის ფარგლებში პანკინი ანაკლიის პორტის დამფუძნებლებს და აქციონრებს შეხვდა და დეტალურად გაეცნო პორტის მშენებლობის გეგმასა და მიმდინარე სამუშაოებს.

„შავი ზღვიის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო სამოქმედო გეგმა და ბანკის მიერ ანკლიის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა”, – განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი” ანაკლიის პორტის პროექტით მისი მშენებლობის პირველივე დღეებიდან დაინტერესდა. როგორც დიმიტრი პანკინმა განაცხადა, ის  საქართველოში არა მხოლოდ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას, არამედ ბევრ საინტერესო პროექტში ჩართვას გეგმავს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურისმიმართულებითაც და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.