ვენეციაში აპირებენ ტურისტების დაჯარიმებას, რომლებიც ისტორიულ ნაწილში შესავლისთვის შესაბამის თანხას არ გადაიხდიან. ჯარიმა გადასახდელი თანხის 10-ჯერ მეტი იქნება. ცენტრში  შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა და შესაბამისად ჯარიმა 50 ევრო და უფრო მეტი იქნება.
საპილოტე სქემის მიხედვით, ტურისტებს მთავარ ავტობუსის და მატარებლის სადგურებზე შეხვდებიან სტიუარდები, რომლებიც შეახსენებენ მათ ახალ წესებს და აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადაიხადონ ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში.
ახალ კანონს ყველა ადგილობრივი მცხოვრები არ უჭერს მხარს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს არანაირად არ იმოქმედებს ქალაქის მცხოვრებლებზე.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის ისტორიულ ნაწილში ვიზიტი ახლა წინასწარ იჯავშნება და ფასიანია. ასეთი წესები მოქმედებს დღიური ვიზიტორებისთვის ტურიზმის პიკის პერიოდებში. გამონაკლისია 14 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე შშმ-ს ევროპული სერტიფიკატის მქონე პირები.