ოდესმე იფიქრებდი, რომ თვითმფრინავში ზომბები გამოჩნდებოდნენ? 31 ოქტომბერს, Wizz Air-ის მილანი-კატანია და კატანია-მილანის რეისებზე წარმოუდგენელი რამ მოხდა.

ჰელოუინის ღამეს ავიაკომპანიის თვითმფრინავში ზომბები ავიდნენ და იცეკვეს.
“ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება, ჩვენ არასდროს ველოდით მსგავს რამეს, ეს მართლაც საშინელი იყო!”
“ასეთი რამის მომსწრე არასდროს ვყოფილვარ, აღფრთოვანებული ვარ, მართლაც უნიკალური შოუ!”
“ვიცი, რომ Wizz Air-ი ძალიან მაგარი კომპანიაა, მაგრამ ასეთ სიგიჟეს არასდროს ველოდი, ისინი ფანტასტიურები არიან!”

ეს მხოლოდ რამდენიმე კომენტარია, მგზავრების მხრიდან, რომლებმაც ეს წარმოუდგენელი გამოცდილება მიიღეს და ემოცია და ვიდეო თავიანთი სოციალური არხებზე განათავსეს.

ისტორია კი ასე განვითარდა: მგზავრებს შორის “ჩამალული” მოცეკვავეები მოულოდნელად ადგნენ და თვითმფრინავის გასასვლელში დაიწყეს ცეკვა. მგზავრები აღფრთოვანებულები იყვნენ ზომბების ცეკვით.
შოუს დასასრულს ზომბებმა ტკბილეული დაურიგეს ყველა მგზავრს, ჰელოუინის ტრადიციის შესაბამისად, რამაც ბორტზე მყოფი ბავშვების სახეებს მეტი ღიმილი მოუტანა.
თუ საკმარისად მამაცი ხართ, დააწკაპუნეთ ვიდეოს, რათა თავად ნახო ზომბების ცეკვა.