კანადის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air Canada-მ 800-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარი განაცხადეს, დროებით უფლებამოსილება შეუჩერა.

“ჩვენმა თანამშრომლებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს და დღეისათვის თანამშრომლების 96%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. თანამშრომლები, რომლებსაც არ იყვნენ ვაქცინირებული, ან არ ჰქონდათ სამედიცინო ან სხვა სახის შეღავათები, უხელფასო შვებულებაში გავუშვით” – განაცხადა ავიაკომპანიის დირექტორმა მაიკლ რუსომ.

მისი თქმით, Air Canada-ს 27 ათასი თანამშრომლიდან უმრავლესობა უკვე ორივე დოზით ვაქცინირებულია, ხოლო 800 თანამშრომელმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. 

მანამდე კი პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ 30 ოქტომბრიდან საავიაციო, სარკინიგზო და გადამზიდავ კომპანიების წარმომადგენლებს ვაქცინაცია მოეთხოვებათ. გარდა ამისა, ავიაკომპანიებს მოთხოვნების დარღვევისთვის 25 ათას დოლარამდე ჯარიმა დაუწესდათ.