Yapımı süren Ordu-Giresun Havalimanı Projesi, helikopterle havadan görüntülendi. Deniz üzerine inşa edilen dünyanın ikinci, Avrupa'nın ve Türkiye'nin ilk havalimanı olan Ordu-Giresun Havalimanının yapımı sürüyor. Devlet Hava Meydanları İşletmesine bağlı helikopterle havalanan basın mensupları, yapımına 2011 yılında başlanan projeyi havadan fotoğraflayıp görüntüledi (Hayati Akçay - Anadolu Ajansı)

რიზე-ართვის მშენებარე აეროპორტის გახსნა 2 წლით ადრე მოხდება. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ჯახიტ თურანის განმარტებით, ობიექტი 2022 წლის ნაცვლად 2020 წელს გაიხსნება.

“სამშენებლო სამუშაოები ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების 40%-ი უკვე დასრულებულია. ჩვენ სამშენებლო გეგმის ოპტიმიზაცია ისე განვახორციელეთ, რომ აეროპორტი ვადაზე ადრე გაიხსნება”, განაცხადა მინისტრმა.

რიზე-ართვის აეროპორტი 30 ათას კვ/მ-ზე იქნება გადაჭიმული, ხოლო ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სიგრძე კი 3 კმ. აეროპორტი წელიწადში 3 მლნ-მდე მგზავრის მიღებაზე იქნება ორიენტირებული.

რიზე-ართვინის აეროპორტის გახსნის შემდეგ ის თურქეთში მეორე აეროპორტი იქნება, რომელიც ღია ზღვაში გაიხსნება. პირველი აეროპორტში შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ფუნქციონირებს.