2023 წლისთვის ავიაინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 47%-ს მიაღწევს, ხოლო მათი ღირებულება კი 1 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. აღნიშნულ დასკვნამდე კვლევითი  კომპანია Market Research Future-ს (MRFR) წარმომადგენლები მივიდნენ. MRFR-ში მიაჩნიათ, რომ ავიაინდუსტრია ხელოვნურ ინტელექტს გვერდს ვერ აუვლის. ასე მაგალითად, ავიაკომპანია Delta Airlines-ი რეისების რეგისტრაციის “ჭკვიანი” სისტემის  და ავიაბილეთების რეალიზაციას მობილური პროგრამა Fly Delta-ს მეშვეობით ტესტირებას უკვე ახდენს.

კომპანია Team Avatar-მა ავიაკომპანია American Airlines-ის დაკვეთით შექმნა პროგრამა, რომელიც ავიაკომპანიის მგზავრებს აეროპორტში მისვლამდე საშუალებას აძლევს ბარგის ზომა და წონა განსაზღვრონ და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშსწორებაც მოახდინონ.

ხელოვნური ინტელექტი ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი შემოსავლები კიდევ უფრო კარგად მართონ. უკვე არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ბაზრის ანალიზს აკეთებს, გარკვეული კატეგორიების მყიდველს ურჩევს ტარიფს, ახდენს ფასების რეგულირებას, სადისტრიბუციო არხების მოძიებას და ასე შემდეგ.

ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში უკვე “მუშაობენ” რობოტები, რომლებიც მგზავრებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ.