დუბაიმ ნომერ პირველ გლობალური დანიშნულების ადგილად დასახელდა Tripadvisor’ Choice Best Destinations Awards-ში. ეს პირველი პრეცედენტია, როცა ერთმა ქალაქმა 3 წლის განმავლობაში ზედიზედ შეძლო აღნიშნული ტიტულის მოპოვება.
მსოფლიოში უდიდესმა პლატფორმის TripadvisorⓇ-ის „მოგზაურთა არჩევანი 2024“ (Tripadvisor Travelers’ Choice 2024) – საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ქალაქი დუბაი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. TripadvisorⓇ რეიტინგში გამარჯვება მილიონობით მოგზაურის რეიტინგებსა და მიმოხილვებს ეყრდნობა, სადაც 12 თვის განმავლობაში, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი ობიექტების ხარისხთან დაკავშირებით მოგზაურების გამოცდილებაა შეფასებული.
„ტურისტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სამოგზაურო მიმართულებას ეძებენ, არსებული მრავალფეროვანი შეთავაზების გამო – ქალაქ დუბაის ირჩევენ. დუბაიში არის რაღაც უნიკალური და საინტერესო მოგზაურთა ფართო სპექტრისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე თავგადასავლების მაძიებლებისთვის, საქმოსნებისა და კულტურის მკვლევრებისთვის. თანამედროვე მოგზაურების საჭიროებებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დუბაი რჩება ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერად. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობას ვაგრძელებთ. ქალაქი გამოიყენებს Tripadvisor-ის და სხვა ციფრული პლატფორმების გამოხმაურებას, ისევე როგორც თავად ტურისტების უკუკავშირს, რათა დარწმუნდეს, რომ ვიზიტორებს შეუდარებელ გამოცდილებას სთავაზობს”. – განაცხადა ისამ ქაზიმმა, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის – Visit Dubai-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Tripadvisor-ის პრესტიჟულ ჯილდოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დუბაის ჯილდოების სერიაში: 2023 წელს ფინანსური სერვისების პროვაიდერის- Remitly-ის ანგარიშის მიხედვით დუბაი გადაადგილების თვალსაზრისით მსოფლიოს ნომერ პირველ ქალაქად დასახელდა; ხოლო უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Savills-მა ის 2023 წლის დისტანციური მუშაობის საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა. დუბაი ასევე დასახელებულია მეორე ყველაზე პოპულარულ ქალაქად მსოფლიოში Euromonitor International-ის 2023 წლის ქალაქების ინდექსის მიხედვით.
გარდა ამისა, დუბაი მოხვდა ტოპ 10 ქალაქს შორის პრესტიჟულ Global Power City Index (GPCI) 2023-ში, რომელიც შედგენილია იაპონიის Mori Memorial Foundation-ის ურბანული სტრატეგიების ინსტიტუტის მიერ და აფასებს მსოფლიოს ქალაქებს მიზიდულების ძალისა და მაგნეტიზმის მიხედვით. გარდა ამისა, ქალაქებისა და ქვეყნების მსოფლიოს უდიდესი მონაცემთა ბაზის Numbeo-ს მიხედვით, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 2023 წელს მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა მსოფლიოში. ეს მიღწევები ხაზს უსვამს დუბაის მიმზიდველობას, როგორც კომფორტული ცხოვრების წამყვან მიმართულებად გლობალური მასშტაბით, რაც 200-ზე მეტ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს, მოგზაურებს და ქალაქში დასვენების მსურველებს.
ძვირადღირებული და ბიუჯეტიანი სასტუმროები და რესტორნები, კულტურული ღირსშესანიშნაობების სიმრავლე, რაც საამიროს მდიდარ მემკვიდრეობას ასახავს – ეს ყველაფერი დუბაის იდეალურ ადგილად აქცევს ტურიზმისთვის და მრავალფეროვანი შეთავაზებების წყალობით, ვიზიტორები საამიროს დროგამოშვებით კვლავ უბრუნდებიან.
ტურიზმი დუბაიში ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. დუბაიში შესვლის გამარტივებული პროცედურები, განვითარებული საჰაერო კავშირები, ძლიერი პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის, მსოფლიოში აღიარებული გასტრონომია, ცხოვრების მაღალი ხარისხი -ეს ყველაფერი დუბაის საერთაშორისო ტურისტებისთვის დანიშნულების საუკეთესო ადგილად აქცევს. დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ქალაქმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 15,37 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს მიღწევები გლობალური ქალაქების სამეულში ამყარებს დუბაის როგორც დასასვენებლად, საცხოვრებლად თუ სამუშაოდ საუკეთესო ქალაქის პოზიციას.