საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევისთვის მოზიდული პრემია 2023 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ითაა გაზრდილი. როგორც საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევისთვის (კორპუსის დაზღვევა) სადაზღვევო კომპანიების მიერ 13.9 მლნ ლარის მოზიდვა მოხდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10.39 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 11.3 მლნ ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 10.2 მლნ ლარი, შესაბამისად ზრდა 11%-ია.