არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-მა, ამ ზაფხულს 130 მიმართულებაზე 35000 რეისით, 10 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, –  ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

ძლიერი ტურისტული მოთხოვნის მოლოდინში, Emirates მჭიდროდ თანამშრომლობდა აეროპორტებთან, რათა ფრენების განრიგი შეენარჩუნებინა და მინიმუმამდე დაეყვანა ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა, რათა მომხმარებელს შეძლებოდა დაგეგმილი საზაფხულო მოგზაურობის ოჯახთან და მეგობრებთან გატარება.

ამ პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანია ასევე გააქტიურდა მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ, განაახლა ყოველდღიური ფრენები ლონდონის სტანსტედის აეროპორტში და გაზარდა ფრენები 33 ქალაქში ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პოპულარული მიმართულებებით. ასევე მგზავრების საყვარელი დასასვენებელი მიმართულებებით – სეიშელის კუნძულებზე, მალდივებზე, მექსიკაში და მაიამიში.