ივნის-აგვისტოში აეროპორტ “სტამბოლის” მგზავრთნაკადმა 18,917 მლნ შეადგინა. როგორც DHMI-ში განმარტავენ, თურქეთის ახალმა აეროპორტმა მგზავრთნაკადის რაოდენობით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტს (უკვე გაუქმებული) უკვე გადაუსწრო.
გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში ათათურქის აეროპორტი 18,822 მლნ მგზავრს მოემსახურა, საბიჰა გოგჩენის აეროპორტი კი 9,468 მლნ მგზავრს. 2019 წლის ივნის-აგვისტოში კი აეროპორტმა “სტამბოლმა” 18,917 მლნ მგზავრი მიიღო.
მთლიანობაში სტამბოლის აეროპორტებმა ზაფხულში სულ 28,728 მლნ მგზავრი გაატარეს, რაც 437 590 მგზავრით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა სრული დატვირთვით 2019 წლის 6 აპრილს ამუშავდა. სწორედ 2019 წლის 6 აპრილს ფუნქციონირება შეწყვიტა სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა.