ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. S7 Airlines-მა აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო
ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველი, რეგულარული პირდაპირი ავიარეისი 5 ივნისს განხორციელდება. აღნიშნულ მარშრუტზე S7 Airlines-ი რეისებს Airbus a320 neo-ს მეშვეობით განახორციელებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 5 საათამდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ S7 Airlines-ს ნოვოსიბირსკი-თბილისის მარშრუტზე ოპერირების გამოცდილება უკვე აქვს.