ევროპის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი Lufthansa საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.
AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, რომ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, მიუნხენსა და თბილისს შორის კვირაში 7 სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონი 27 მარტიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.