ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Airways-ი თბილისსა და მილანს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.
„მილანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით – ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.
ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს:
https://www.georgian-airways.com/en“, – აღნიშნულია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.