რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე FlyUIA კიევსა და თბილისს შორის 14 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ავიაბილეთები FlyUIA-ს საიტზე უკვე ხელმისწავდომია.
FlyUIA თბილისის მიმართულებით ფრენებს ბაზირების აეროპორტიდან (ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი) ასრულებს. თუმცა მიმდინარე სეზონიდან FlyUIA-ს მგზავრებს კიევის გავლით უფრო მეტ მიმართულებაზე შეეძლებათ მოხვედრა. უკვე ცნობილია, რომ FlyUIA ფრენებს განაახლებს ნიუ-იორკსა და ტორონტოს მიმართულებით. ასევე სიხშირეების რაოდენობას გაზრდის კიევი-დელი-კიევის მიმართულებაზე.
ივნისიდან FlyUIA კიევიდან ფრენებს განაახლებს ასევე ნიცას, ბრიუსელის, ჰელსინკის, კოპენჰაგენის, სტოკჰოლმის, ვარშავის, ვენის, ვენეციის, დიუსელდორფის, ციურიხის და ბუდაპეშტის მიმრთულებებზე, ხოლო ოდესადან ვილნიუსის მიმართულებაზე, ლვოვიდან კი თელ ავივის მიმართულებაზე.