თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თურქეთსა და საქართველოს შორის 27 სიხშირით გეგმავს ოპერირებას. ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 17 სიხშირით, ხოლო სტამბოლ-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 5 სიხშირით აპირებს რეისების შესრულებას.
რაც შეეხება ანტალია-თბილისი-ანტალიას მიმართულებას ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირეს განიხილავს, ხოლო ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე კი კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ფრენებს.