უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოდესიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით გეგმავს ფრენებს. YanAir-ი ოდესა-ბათუმი-ოდესას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება, ხოლო ოდესა-თბილისი-ოდესას მარშრუტზე 6 ივნისიდან.
ოდესა-თბილისის მიმართულებაზე (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 5.5 ათასი გრივნადანაა, ხოლო ოდესა-ბათუმის მიმართულებით (ერთი გზ) კი – 3.5 ათასი გრივნაა. ღირებულებაში შედის 23 კგ-იანი ბარგი და 7 კგ ხელბარგი.