უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines-მა უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლება უკვე დაანონსა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს 1-ელი ივლისიდან საზღვრებს ხსნის და შესაბამისად YanAir Airlines-ი რეგულარულ ფრენებს განახორციელებს შემდეგ მიმართულებებზე:
✅ კიევი – ბათუმი (დღიური)
✅ ოდესა – ბათუმი (კვირაში ორჯერ)
✅ ხარკოვი – ბათუმი (კვირაში ორჯერ)
აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაციაც უკვე დაიწყო.