დოჰას საერთაშორისო აეროპორტმა COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოყენება დაიწყო, რომლიც საშუალებას იძლევა, რომ ინფექციის გავრცელება თავიდან იქნეს აცილებული. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის და მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ჩაფხუტებით აღჭურვეს, რომელსაც სქრინინგის ფუნქცია გააჩნია. აეროპორტის დეზინფექციას კი რობოტები ახდენენ.

თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება დოჰას საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო. შედეგად კი აეროპორტის თანამშრომლებს უკონტაქტოთ ტემპერატურის კონტროლი შეუძლიათ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაფხუტს მგზავრების ტემპერატურის დადგენაც შეუძლია. რაც ერთობ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვისთვის და ასევე ინფექციის პრევენციისთვის.

რაც შეეხება რობოტებს ისინი დეზინფექციაზე არიან ორიენტირებულნი