უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines-მა ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ფრენების განრიგი გამოაქვეყნა. ახალი განრიგის თანახმად, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია კიევი-ბათუმის მარშრუტზე სიხშირეებს არ ზრდის, რადგანაც კომპანია ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც აღნიშნულ მიმართულებაზე 2 სიხშირით ოპერირებს.
ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადამზიდავი ბათუმის მიმართულებით 6 აპრილიდან ფრენებს ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს.