ბაჰრეინის სამეფოში დაივერებისათვის 100 000 კვ/მ-ზე  გადაჭიმული თემატური პარკი გაიხსნება. პარკის მთავარი ექსპოზიცია ჩაძირული, მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრენი აპარატი – Boeing 747-ია.

დაივინგის მოყვარულებს პარკში ასევე დახვდებათ ხელოვნური რიფები, სპეციალური სკულპტურები, ბაჰრეინის მარგალიტების რეწვის ადგილები  და ა.შ.

სამეფოში იმედი აქვთ, ახალი თემატური პარკით დამატებითი ტურისტების მოზიდვას შეძლებენ.

პარკის გახსნა 2019 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის სამეფოს ყოველწლიურად 8 მლნ ტურისტი აკითხავს.